ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" "დეტროიტს" "მინესოტაც" მიაყოლა

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში "მილუოკი ბაქსი" ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია, ფავორიტებთანაც თანაბრად თამაშობს (რიგ შემთხვევებში გამარჯვებულიც გამოდის), აუტსაიდერებთან კი ქულებს არ კარგავს.

ჰოდა, ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელები "დეტროიტ პისტონსთან" საშინაო მატჩში ფავორიტებად ითვლებოდნენ და სტატუსი გაამართლეს კიდეც: მესამე პერიოდში 30:19 იმარჯვეს და გადამწყვეტი რაუნდის წინ ისეთი უპირატესობა დაიბევეს, დეტროიტელებმა მისი გაბათილება ვეღარ შეძლეს.

საბოლოოდ, 98:86 "მილუოკი ბაქსის" სასარგებლოდ.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და სულ 18 წუთი ითამაშა. დრო უქმად ნამდვილად არ დაუკარგავს: ზაზამ 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა,
ორქულიანი ტყორცნების 50 პროცენტი გამოიყენა - 8-დან 4.

საინტერესოა, რომ 8-დან 6 ქულა ფაჩულიას მეოთხე პერიოდში ჰქონდა.

მატჩში ყველაზე მეტი "მილუოკის" გამთამაშებელმა ბრენდონ ნაითმა ჩააგდო - 20 ქულა. "ატლანტაში" ზაზა ფაჩულიას ყოფილმა თანაგუნდელმა ჯოშ სმიტმა კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა: 11 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი.

დღეს, გამთენიისას "მილუოკი" "მინესოტას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 103:86 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 19 წუთი გაატარა, რომლის განმავლობაში აქტივში 6 ქულა ჩაიწერა.

ამ გამარჯვების შემდეგ "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზე აღზევდა. მილუოკელებს 9 მოგება და 7 მარცხი აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩელსმა რა ქნა, მოიგო? :)
dudu
15:46 27-11-2014
0
უცხოური სახელები რომლებიც ხმოვანზე მთავრდება არ იკვეცება! ასერომ ნურასდროს ნუ დალევთ მილოუკში ვისკს:)
ლევანი
14:46 27-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული