ქართველები ევროლიგაზე: ვიქტორ სანიკიძემ მოიგო, ლევან ფაცაციამ - ვერა

AutoSharing Option
ევროლიგაზე 4 დეკემბერს ორი ქართველის გუნდმა ითამაშა. ვიქტორ სანიკიძის "უნიქსმა" იტალიაში "დინამო სასარის" 72:68 სძლია, ხოლო ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" მადრიდის "რეალთან" დაძაბულ ბრძოლაში 98:101 დათმო.

მწვრთნელმა ევგენი პაშუტინმა სანიკიძე მხოლოდ 2 წუთით ათამაშა. ცხადია, ამ დროში ქართველმა ფორვარდმა ვერაფერი მოასწრო.

რაც შეეხება ფაცაციას, მასაც მცირე სათამაშო დრო ერგო, მაგრამ მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის უნდობლობაზე მაინც ვერ დაიჩივლებს: ბოლო წამებზე, როცა "ნოვგოროდს" 3-ქულიანი სხვაობა ჰქონდა აღმოსაფხვრელი, ფაცაცია მოედანზე იყო. ლევანის მონაგარი ასეთი იყო: 9 წუთი, 2 ქულა, 2 მოხსნა.

მასპინძლებს შეიძლება
"რეალი" დაემარცხებინათ კიდეც, ათამაშებულ ტეილორ როჩესტის ბოლო მეოთხედში ტრავმა რომ არ მიეღო. იგი 22 ქულით მაინც მატჩის ბომბარდირი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული