თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, იტალიური "ვირტუს ბოლონიას" ფორვარდი თორნიკე შენგელია, ევროლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

"ვირტუსმა" ტურნირის 2023/24 წლის სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და 4 მოიგო. თორნიკემ ხუთივე მატჩი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და საშუალოდ 18,4 ქულას, 4,8 მოხსნასა და 4 პასს აგროვებდა. ეფექტიანობის მიხედვით, შენგელია ლიგაში "მილანის" ფორვარდ ნიკოლა მიროტიჩის შემდეგ მეორეა.

32 წლის ქართველი ევროლიგაში მე-11 სეზონს ატარებს და ტურნირზე უკვე 227 მატჩი ჩაატარა. "ვირტუსი", კი ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ მადრიდის "რეალს" ჩამორჩება, რომელმაც
ყველა შეხვედრა მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკა ბანკის ხელში დაფრინავს თოკო! (ლატვიის ნაკრების მწვრთნელი ალბათ გახსოვთ მსოფლიო ჩემპიონატიდან.... ეგ დანიშნეს ვირტუს ბოლონიას მწრთვნელად)
პაატა
18:56 01-11-2023
0

სიახლეები პოპულარული