თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგის პრინციპული მატჩი სტამბოლში მოიგო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუტჩამ" ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ვიტორიულმა კლუბმა თურქეთში, სტამბოლის "აბდი იპექჩი არენაზე" უშუალო კონკურნტი "გალათასარაი" დაამარცხა და მას ჯგუფში მე-3 ადგილი აართვა.

უაღრესად დაძაბული მატჩის ბოლო მეოთხედში ესპანურმა კლუბმა შესანიშნავად ითამაშა და ის 2-ქულიანი უპირატესობა, რაც მე-3 პერიოდის შემდეგ ჰქონდა მოპოვებული, წარატებით შეინარჩუნა და საბოლოოდ გაზარდა კიდეც.

ვიტორიელებმა გადამწყვეტი 10-წუთეული 22:17 მოუგეს მასპინძლებს და საბოლოოდ 89:82 გაიმარჯვეს.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე მან მხოლოდ 7:20 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა და 1
დაფარება მოაგროვა. შენგელიამ 4-ჯერ შეუტია სტამბოლელთა ფარს და 2 ორქულიანი ჩააგდო. თორნიკეს ასევე 3 პერსონალური ჯარიმა დაუგროვდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

გამარჯვებულებს ფერნანდო სან ემეტერიომ ულიდერა 25 ქულით. 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა კიმ ტილიმ, ხოლო დორონ პერკინსმა ვიტორიელებს ბოლო წუთებზე ძალიან საჭირო 9 ქულა მიაშველა.

"გალათასარაიში" 22 ქულით კარლოს აროიო გამოირჩა, ზორან ერცეგმა კი თამაში 17 ქულით დაასრულა.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურებ ყოველ ღამე კალათბურთს, არც შენგელია ჩანს, არც სანიკიძე, არც მარკოიშვილი ...
gizo
22:49 06-12-2014
0

სიახლეები პოპულარული