შენგელიამ ვიტორიელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველ ფორვარდს ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაუგროვდა, რის მოსაგროვებლადაც შენგელიას 26:22 წუთი დასჭირდა.
თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი ააცილა. საბოლოოდ შენგელიამ 13 ქულა, ვიტორიელთაგან უმეტესი, 5 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.
ქართველ ფორვარდზე მეტი - 16 ქულა დააგროვა
4 მოგებითა და 6 მარცხით "ლაბორალი" ცხრილში მე-11 ადგილზეა და მომდევნო შიდასაჩემპიონატო მატჩს 14 დეკემბერს, შინ "ფუენლაბრადასთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge