ზაზა ფაჩულიამ "ოკლაჰომასთან" 30 წუთში 7 ქულა და 5 პასი მოაგროვა

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსის" მარცხი ოკლაჰომა სიტიში. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ბობოქარ გუნდთან ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ვერას გახდა. მილუოკელებმა შეხვედრა 101:114 დათმეს.

2 კვირის წინ ოკლაჰომელებს არც კევინ დურანტი ჰყავდათ და არც რასელ ვესტბრუკი. 2 ტრავმირებული სუპერვარსკვლავის გარეშე "სანდერი" რიგითი გუნდი იყო, თუმცა მათი გამოჯანმრთელების შემდეგ ოკლაჰომელებმა ძველი მრისხანება დაიბრუნეს და "მილუოკისთან" შინ მოგების შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მილუოკელთაგან მასზე მეტი, ისიც 1 წუთით, მხოლოდ ბრენდონ ნაითმა ითამაშა. ზაზა მოედანზე 30 წუთს იმყოფებოდა, რა
დროშიც 7 ქულა, 5 პასი და 1 მოხსნა დააგროვა.

ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

მილუოკელთაგან საუკეთესო შედეგიანობა გიანის ანტეტოკოუმპომ გამოიჩინა, რომელმაც 26 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. 18 ქულა ჰქონდა ოჯეი მაიოს, ხოლო ჯაბარი პარკერმა პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა. გამარჯვებულებს დურანტმა 23 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით ულიდერა, ვესტბრუკმა კი ოკლაჰომელთათვის 28 ქულა და 7 პასი გაიღო.

11 მოგებითა და 12 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს ინარჩუნებენ. მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 13 დეკემბერს, მილუოკიში "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული