2 კვირის წინ ოკლაჰომელებს არც კევინ დურანტი ჰყავდათ და არც რასელ ვესტბრუკი. 2 ტრავმირებული სუპერვარსკვლავის გარეშე "სანდერი" რიგითი გუნდი იყო, თუმცა მათი გამოჯანმრთელების შემდეგ ოკლაჰომელებმა ძველი მრისხანება დაიბრუნეს და "მილუოკისთან" შინ მოგების შანსი ხელიდან არ გაუშვეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მილუოკელთაგან მასზე მეტი, ისიც 1 წუთით, მხოლოდ ბრენდონ ნაითმა ითამაშა. ზაზა მოედანზე 30 წუთს იმყოფებოდა, რა
ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
მილუოკელთაგან საუკეთესო შედეგიანობა გიანის ანტეტოკოუმპომ გამოიჩინა, რომელმაც 26 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. 18 ქულა ჰქონდა ოჯეი მაიოს, ხოლო ჯაბარი პარკერმა პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა. გამარჯვებულებს დურანტმა 23 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით ულიდერა, ვესტბრუკმა კი ოკლაჰომელთათვის 28 ქულა და 7 პასი გაიღო.
11 მოგებითა და 12 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს ინარჩუნებენ. მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 13 დეკემბერს, მილუოკიში "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge