ვიქტორ სანიკიძის "უნიქსის" მორიგი გამარჯვება ვითიბი ლიგაზე

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "უნიქსმა" ვითიბი ლიგაზე იოლი გამარჯვება მოიპოვა. ყაზანელებმა "ენისეის" უმასპინძლეს და დიდი სხვაობით - 107:74 იმარჯვეს.

სამწუხაროდ, ქართველ ფორვარდს დიდხანს არ უთამაშია. სანიკიძე მოედანზე 9:50 წუთს იმყოფებოდა, რა დროშიც 1 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა.

ყაზანელებს 22 ქულით ნიკოს ზისისმა ულიდერა, 18 ქულა კიტ ლანგფორდმა მოაგროვა, ხოლო ვალერი ლიხოდეის ანგარიშზე 16 დაგროვდა.

9 გამარჯვებითა და 1 მარცხით "უნიქსი" ცხრილის მე-3 საფეხურზე იმყოფება. მორიგი მატჩი ყაზანელებს 22 დეკემბერს, სტუმრად "ხიმკისთან"
ელით.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული