მანუჩარ მარკოიშვილმა "ლიმოჟთან" ევროლიგის მატჩში 10 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგაზე პირველი ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა.

მეათე მატჩი მოსკოველებმა ფრანგულ "ლიმოჟთან" ჩაატარეს და 88:56 დაამარცხეს.

მანუჩარმა ნაყოფიერად იშრომა: 23 წუთი, 10 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა.

- მიხარია, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ კლუბს დავუბრუნდი და თანაგუნდელებთან ერთად შემიძლია გამარჯვების გაზიარება. "ლიმოჟთან" დაცვაში დამაჯერებლად ვითამაშეთ, რამაც წარმატების მიღწევა გაგვიადვილა. იმედია, ასევე განვაგრძობთ, - განაცხადა მანუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული