მეათე მატჩი მოსკოველებმა ფრანგულ "ლიმოჟთან" ჩაატარეს და 88:56 დაამარცხეს.
მანუჩარმა ნაყოფიერად იშრომა: 23 წუთი, 10 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა.
- მიხარია, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ კლუბს დავუბრუნდი და თანაგუნდელებთან ერთად შემიძლია გამარჯვების გაზიარება. "ლიმოჟთან" დაცვაში დამაჯერებლად ვითამაშეთ, რამაც წარმატების მიღწევა გაგვიადვილა. იმედია, ასევე განვაგრძობთ, - განაცხადა მანუმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"