თორნიკე შენგელიამ "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩი 2 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "კუჩა ლაბორალი" ევროლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დამარცხდა, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა.

ვიტორიელებმა საჭირო გამარჯვებები 2 განვლილ ტურში მოიპოვეს და "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩში წაგებით ბევრი არაფერი დაუკარგავთ.

შენგელიას გუნდი ბელგრადში "ცრვენა ზვეზდას" შეხვდა და 82:90 წააგო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, მოედანზე კი 12:47 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სხვა ღირებულების სროლა კი არ განუხორციელებია.

5 მოგებითა და 5 წაგებით "ლაბორალმა" D ჯგუფში ასპარეზობა მე-3
ადგილზე დაასრულა და 30 დეკემბრიდან 8-გუნდიან მეორე ჯგუფურ ეტაპზე ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდთან" და მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სთან ერთად იასპარეზებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული