ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" სანიკიძის "უნიკსი" ევროლიგის ჯგუფში ჩატოვა

AutoSharing Option
ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა ვიქტორ სანიკიძის "უნიკსი", რომელმაც ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდთან" დაძაბულ ბრძოლაში 74:78 წააგო. ეს იყო ყოფნა-არყოფნის მატჩი, რომელი გუნდიც მოიგებდა, ჯგუფიდან გადიოდა.

შესაძლებელი იყო, დაფიქსირებული შედეგის შემდეგ ორივე რუსული გუნდი გასულიყო მომდევნო ეტაპზე, მაგრამ "ჟალგირისმა" კაუნასში იტალიური "სასარი დაძაბულ ბრძოლასი - 1 ქულის სხვაობით დაამარცხა და სამმა გუნდმა - "უნიკსმა", "ნიჟნი ნოვგოროდმა" და "ჟალგირისმა" თანაბარი ქულები დააგროვეს.

შედეგად, ყველაფერი ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებულმა ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა და მომდევნო ეტაპზე "ჟალგირისი" და "ნიჟნი ნოვგოროდი" გავიდნენ.

რაც შეეხება ნოვგოროდში
გამართულ მატჩს, მასში ქართველებმა ბევრი არ ითამაშეს, თუმცა უშედეგოდ არ უთამაშიათ.

ფაცაცია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 10:26 წუთში 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

სანიკიძემ ოდნავ ნაკლები - 09:31 წუთი ითამაშა და სამიდან სამივე ორქულიანი ჩააგდო. საბოლოოდ სანიკიძემ 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე "ნიჟნი ნოვგოროდი" მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სა და კახა შენგელიას "ლაბორალთან" ერთად ითამაშებს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული