ტურნირის ერთადერთმა წაუგებელმა გუნდმა "ნიჟნი ნოვგოროდმა", რომლის ღირსებასაც ლევან ფაცაცია იცავს, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს უმასპინძლა და უშანსოდ წააგო. მოსკოვურმა გრანდმა მასპინძლები 84:59 გაანადგურა.
ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ ფაცაცია იყო, რომელმაც მოედანზე 14:41 წუთი დაჰყო და 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ლევანმა თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
მარკოიშვილმა 19:33 წუთი ითამაშა და მოსკოვურ კლუბს 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა.
ქართველმა
ცსკა-ს და "ნიჟნი ნოვგოროდს" უკვე ერთნარი მაჩვენებლები (10 მოგება, 1 მარცხი) გააჩნიათ და პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებენ. ვითიბი ლიგის მორიგი ტურის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი 22 დეკემბერს ჩატარდება, როდესაც მესამეადგილოსანი "ხიმკი" მე-4 პოზიციაზე მყოფ ვიქტორ სანიკიძის "უნიკსს" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge