მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ლევან ფაცაციას გუნდი გაანადგურა

AutoSharing Option
ვითიბი ლიგაში ერთმანეთს ქართველი კალათბურთელების გუნდები შეხვდნენ.

ტურნირის ერთადერთმა წაუგებელმა გუნდმა "ნიჟნი ნოვგოროდმა", რომლის ღირსებასაც ლევან ფაცაცია იცავს, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს უმასპინძლა და უშანსოდ წააგო. მოსკოვურმა გრანდმა მასპინძლები 84:59 გაანადგურა.

ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ ფაცაცია იყო, რომელმაც მოედანზე 14:41 წუთი დაჰყო და 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ლევანმა თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

მარკოიშვილმა 19:33 წუთი ითამაშა და მოსკოვურ კლუბს 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

ქართველმა
უკანახაზელმა ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

ცსკა-ს და "ნიჟნი ნოვგოროდს" უკვე ერთნარი მაჩვენებლები (10 მოგება, 1 მარცხი) გააჩნიათ და პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებენ. ვითიბი ლიგის მორიგი ტურის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი 22 დეკემბერს ჩატარდება, როდესაც მესამეადგილოსანი "ხიმკი" მე-4 პოზიციაზე მყოფ ვიქტორ სანიკიძის "უნიკსს" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული