თორნიკე შენგელიას 16 ქულა 18 წუთში და იოლი გამარჯვება "სევილიასთან"

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ", რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი ამბიციის შესაბამისი შედეგებით ვერ გამოირჩევა, მორიგ ტურში ერთ-ერთი აუტსაიდერი, "სევილია" გამოიჭირა და შინაურ არენაზე 100:60 გაანადგურა.

უკვე მერამდენე მატჩია, თუ საუკეთესო არა, შენგელია თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე იყო "სევილიასთან" მატჩშიც. ქართველმა ფორვარდმა 16 ქულა დააგროვა და ბომბარდირობა ფერნანდო სან ემეტერიოსთან გაიყო.

საბოლოოდ, მარგი ქმედების კოეფიციენტით, შენგელია ემეტერიოს ოდნავ ჩამორჩა. გამოცდილმა ესპანელმა აღნიშნული მონაგარი 24 ერთეულით გამოხატა, ახალგაზრდა ქართველს კი ერთით ნაკლები - 23 დაუგროვდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და საკმაო
დროით ითამაშაო, ვერ ვიტყვით. თორნიკე მოედანზე, მთლიანობაში, 18:32 წუთი იმყოფებოდა, თუმცა შედეგებით ის ვიტორიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ 16 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ქართველი ფორვარდი შეტევაზე იყო ორიენტირებული და მას სევილიელები ჯარიმებით აჩერებდნენ, თუმცა ამით ხეირი ვერ ნახეს. თორნიკემ 8 ცდიდან ყველა საჯარიმო ჩააგდო, რასაც 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი მოაყოლა. სან ემეტერიომ 16 ქულა 21 წუთში დააგროვა, ლატვიელ დევის ბერტანსს კი 19 წუთში 14 ქულა მოუგროვდა.

6 მოგებითა და 7 წაგებით შენგელიას გუნდმა ცხრილში მე-9 ადგილზე აიწია. მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრას "ლაბორალი" 30 დეკემბერს, სტუმრად "სარაგოსასთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული