უკვე მერამდენე მატჩია, თუ საუკეთესო არა, შენგელია თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე იყო "სევილიასთან" მატჩშიც. ქართველმა ფორვარდმა 16 ქულა დააგროვა და ბომბარდირობა ფერნანდო სან ემეტერიოსთან გაიყო.
საბოლოოდ, მარგი ქმედების კოეფიციენტით, შენგელია ემეტერიოს ოდნავ ჩამორჩა. გამოცდილმა ესპანელმა აღნიშნული მონაგარი 24 ერთეულით გამოხატა, ახალგაზრდა ქართველს კი ერთით ნაკლები - 23 დაუგროვდა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და საკმაო
ქართველი ფორვარდი შეტევაზე იყო ორიენტირებული და მას სევილიელები ჯარიმებით აჩერებდნენ, თუმცა ამით ხეირი ვერ ნახეს. თორნიკემ 8 ცდიდან ყველა საჯარიმო ჩააგდო, რასაც 2-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი მოაყოლა. სან ემეტერიომ 16 ქულა 21 წუთში დააგროვა, ლატვიელ დევის ბერტანსს კი 19 წუთში 14 ქულა მოუგროვდა.
6 მოგებითა და 7 წაგებით შენგელიას გუნდმა ცხრილში მე-9 ადგილზე აიწია. მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრას "ლაბორალი" 30 დეკემბერს, სტუმრად "სარაგოსასთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge