დაძაბულსა და დრამატულ, ოვერტაიმიან მატჩში ქართველი ცენტრის "მილუოკიმ" სტუმრად "შარლოტ ჰორნეთსი" 104:94 დაამარცხა, ფაჩულია კი გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მატჩის ძირითადი დრო 93:93 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ მილუოკელები 17 ქულით იგებდნენ, მაგრამ მეორეში ეს უპირატესობა მასპინძლებმა შედეგიანი თამაშის წყალობით გაუბათილეს. დიდი ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, მილუოკელებმა მოახერხეს თამაშის შემობრუნება და დამატებითი 5-წუთეულის 21:11 მოგებით საწადელს მიაღწიეს.
ზაზამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის მოედანზე იყო ოვერტაიმში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, მანამდე კი, ძირითად
ზაზამ გამორჩეული მიზანი გამოავლინა - 7 ცდიდან 6 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ქართველ ცენტრთან ერთად გამორჩეულად ითამაშა ახალგაზრდა გიანის ანტეტოკოუმპომ, რომელმაც 35 წუთში 16 ქულა, 8 მოსნა და 4 პასი მიითვალა. 17 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ჯარედ დადლის.
16 მოგებითა და ამდენივე მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა. 31 დეკემბერს ფაჩულიას გუნდი ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდს" უმასპინძლებს.
წყარო: gbf.ge