ნიკოლოზ ცქიტიშვილმა "ჩემვილს" სეზონში მეორე მატჩი მოაგებინა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველი ფორვარდის შესანიშნავი თამაში გახდა იმის მიზეზი, რომ "ჩემპვილმა" სეზონის მეორე მატჩი მოიგო.

ჩემპვილელებმა "ჰომნეტემს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით 5-წუთეულში მოუგეს - 79:77.

მიუხედავსდ იმისა, რომ მატჩი სტანდარტულზე მეტ - 40 წუთს გაგრძელდა, ცქიტიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 45 წუთს იმყოფებოდა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა: 29 ქულა, 14 მოხსნა, 3 დაფარება და თითო პას-ჩაჭრა. ნიკამ 7-დან 6 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 9
-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

საბოლოოდ ცქიტიშვილს მარგი ქმედების შთამბეჭდავი მაჩვენებელი - 40 დაუგროვდა. მას შემდეგ ჩემპვილელთაგან 14 ერთეულით ბასელ ბაუჯი მოდის, რომელმაც 39 წუთში 14 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

2 მოგებით და 3 მარცხით ცქიტიშვილის გუნდი მე-4 ადგილზე აღზევდა. მორიგ მატჩს "ჩემპვილი" 4 იანვარს, სტუმრად "ტადამონთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული