მარკოიშვილმა და ფაცაციამ ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი მოგებით გახსნეს

AutoSharing Option
ფოტოზე: მანუჩარ მარკოიშვილი

დაიწყო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი, იგივე ტოპ-16. ტურნირში მონაწილე 4 ქართველიდან მხოლოდ ვიქტორ სანიკიძის "უნიკსმა" ვერ გააღწია მომდევნო ეტაპზე - თორნიკე შენგელიას, მანუჩარ მარკოიშვილისა და ლევან ფაცაციას გუნდებმა კი საუკეთესო 16 გუნდში ადგილი მოიპოვეს.

2 იანვარს პირველი ტურის თამაშები გაიმართა. სამი ქართველიდან მხოლოდ შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ვერ მოიგო, რომელიც თურქულ "ეფესს" მასპინძლობდა და მატჩი დაძაბულ ბრძოლაში - 67:72 დათმო.

Sportall.Ge

ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22 წუთი გაატარა. შენგელიამ
7 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკემ 8-დან 2 ორქულიანი და 1 სამიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 ჯარიმა მიიღო.

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ სტამბოლში, "ფენერბაჰჩესთან" გამართულ დაძაბულ და დრამატულ მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 94:91. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 6:21 წუთი გაატარა და 4 ქულა მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

დაბოლოს, ლევან ფაცაციას გუნდის წარმატებაზე ვთქვათ. ნიჟნი ნოვგოროდელებმა მილანში "ემპორიო არმანის" 20-ქულიანი მარცხით სირცხვილი აჭამეს. გარდამტეხი გამოდგა მე-3 მეოთხედი, რომელიც ნოვგოროდელებმა 28:9 მოიგეს და მილანელები წელში გატეხეს. საბოლოოდ ფაცაციას გუნდმა 79:59 იმარჯვა.

Sportall.Ge

ქართველი ფორვარდი მოედანზე 9:42 წუთით იმყოფებოდა და მოედანი 1 მოხსნით დატოვა. მისმა შორიდან ნატყორცნმა სამმა სროლამ მიზანს არ მიაღწია. ფაცაციამ ასევე 2 ჯარიმა მიიღო, ნოვგოროდელებს კი 19-19 ქულით ტეილორ როჩესტიმ და ტრეი ტომპკინსმა ულიდერეს.

მომდევნო ტურში ქართული დერბია: 8 იანვარს მარკოიშვილის ცსკა შენგელიას "ლაბორალს" უმასპინძლებს, ხოლო "ნიჟნი ნოვგორორი" "ფენერბაჰჩეს" დაუხვდება.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული