"მილუოკის" თავკაცმა ჯეისონ კიდმა აღიარა, რომ გუნდის ცენტრფორვარდი ლარი სენდერსი გუნდს "გაურკვეველი ვადით" დააკლდა. ასე რომ, ზაზას სათამაშო წუთების პრობლემა დიდხანს არ ექნება.
ეს ფაჩულიას მე-4 ორმაგი დუბლი იყო სეზონში.
"ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დროა სეზონში, მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა შევძლოთ ფონს გასვლა და რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგება.
ეს ჩვენი სამუშაოა და ჩვენ მის შესრულებას მთელი თავდადებით
ჩვენი გუნდის ხიბლი და სიძლიერე კი ის არის, რომ მხოლდო სტარტერებზე არ ვართ დამოკიდებულნი,
ჯაბარი და ლარი არ თამაშობენ, მაგრამ გუნდი მაინც მობილიზირებულია. როცა ერთი დაეცემა, მწვრთნელის დაძახილზე მეორე მზადაა და ის მზადაა ძალიან მაღალ დონეზე სათამაშოდ.
გუნდის გასახდელში და ზოგადად ორგანიზაციაში ყველაფერი დიდებულადაა. განწყობა შესაშურია.
ჩვენი მისიაა ეს სათამაშო დონე შევინარჩუნოთ და მეტიც, მოვუმატოთ. ახლა სათადარიგო ცენტრი ჯონ ჰენსონია, რომელიც ორივე ფარზე კარგად თამაშობს, ის თავდაჯერებულია. ჩვენ ყველა გვჭირდება.
მე და ის გუნდს ცენტრში პრობლემებს არ შევუქმნით, ორივეს შეგვიძლია "მილუოკის" წარმატება მოვუტანოთ", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ თამაშის შემდეგ.
ასევე იხილეთ:
ზაზა ფაჩულიას მორიგი გაბრწყინება NBA-ში - ორმაგი დუბლი "ინდიანასთან"