თორნიკე შენგელიამ "ფუენლაბრადას" 15 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გამარჯვება იზეიმა.

ვიტორიელებმა "ფუენლაბრადას" უმასპინძლეს და 2 დღის წინ ევროლიგაში "ეფესთან" დასანანი მარცხის გამო ჯავრი იყარეს. შენგელიას გუნდმა მეტოქე 35 ქულის სხვაობით - 94:59 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (13), თორნიკე ვიტორიელთაგან მხოლოდ კიმ ტილს (22) და დევის ბერტანსს (20) ჩამორჩა.

შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:25 წუთით იმყოფებოდა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. კიმ ტილიმ ვიტორიელებს
15 ქულა და 7 მოხსნა შესძინა.

მიმდინარე ჩემპიონატში ეს ვიტორიელთა მე-7 გამარჯვება იყო და 8 მარცხის წილ ეს შედეგი 18-გუნდიან პრიმერადივიზიონში მე-10 ადგილის ტოლფასია, რომელსაც შენგელიას გუნდი "მონბუსთან" იყოფს.

მომდევნო ტურში, 11 იანვარს, ვიტორიელები მადრიდში, "რეალს" დაუპირისპირდებიან.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული