ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. თითოეულ მატჩში ის შთამბეჭდავ შედეგს აჩვენებს, რასაც ვერ ვიტყვით მის გუნდზე. 3 წაგების და მას მოყოლილი 2 გამარჯვების შემდეგ "ჩემპვილმა" ისევ წააგო, ამჯერად სტუმრად "თადამონთან" - 71:87.
ქართველმა ფორვარდმა 37 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ისევ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ცქიტიშვილმა 10-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 14-დან 12 საჯარიმო მიითვალა.
მთლიანობაში მან 25 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.
ცქიტიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 38 შეადგინა,
რაც 4 ერთეულით მეტია ადამონელ ვლადან ვუკოსავლიევიჩის მონაგარზე. 2 მოგებითა და 4 წაგებით "ჩემპვილი" ცხრილში მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 10 იანვარს, "მუთაჰედს" მასპინძლობს.
წყარო: gbf.ge