დუდა სანაძის გუნდმა "ლოიოლა" დაამარცხა

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგომ" სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო.

სანდიეგოელებმა ლოიოლა მერიმაუნთის უნივერსიტეტს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 59:50 დაამარცხეს.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 11 წუთი გაატარა. სანაძემ 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა. დუდამ მთლიანობაში 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

სანდიეგოელებს კრისტოფერ ანდერსონმა ულიდერა, რომელმაც 14 ქულა, 6 პასი, 4 ჩაჭრა და 2 მოხსნა მიითვალა. ბომბარ
დირი კი, ტრადიციულად, ჯონი დი გახდა, რომელმაც ამჯერად 18 ქულა დააგროვა.

"სან დიეგო" 2 მოგებითა და 3 მარცხით "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მორიგი მატჩი სანაძის გუნდს 10 იანვარს, შინ "პეპერდაინთან" ელის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული