10 იანვარს, გამთენიისას, ფაჩულიას გუნდმა "მინესოტა" 98:84 დაამარცხა, "კლივლენდი" კი "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა და დევნა დასრულდა.
20 მოგებითა და 18 მარცხით მილუოკელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 საფეხურზე გადაინაცვლეს, მე-6-ზე ჩამოქვეითებულ კლივლენდელებს კი 19 მოგება და 18 მარცხი აქვთ. ფაჩულიას გუნდის მიზანი ამ ადგილის განმტკიცება და ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურებაა, ცხრილის პირველ
თუმცა, ფაჩულიას გუნდს კიდევ უფრო დაწინაურება გაუჭირდება, რადგან მე-4-ზე მყოფ "ჩიკაგოს" 25 მოგება და 12 მარცხი აქვს. "ბაქსს" მომავალ მატჩშივე ეძლევა შანსი, პირადად შეუმციროს ჩამორჩენა კონკურენტს - "მილუოკი" ჩიკაგოში სწორედ "ბულსს" ეთამაშება.
"მინესოტასთან" მატჩში კი ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ზაზამ 24 წუთი ითამაშა და 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. მისმა მონაგარმა კი მთლიანობაში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა. ფაჩულიამ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
მილუოკელთა ბომბარდირს ბრენდონ ნაითს 14 ქულა ჰქონდა. 12-12 ქულა ჯონ ჰენსონმა და ოჯეი მაიომ დააგროვეს. დამარცხებულთაგან 20 ქულით ენდრიუ უიგინსი გამოირჩა, თადეუს იანგს და შაბაზ მუჰამედს კი 12-12 დაუგროვდათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
www.gbf.ge