ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" ევროლიგაში "ფენერბაჰჩესთან" ვერაფერი გააწყო

AutoSharing Option
იტალიაში გამარჯვების შემდეგ "ნიჟნი ნოვოროდისთვის" წარუმატებელი გამოდგა ევროლიგის ტოპ-16-ის მეორე ტური. ლევან ფაცაციას გუნდმა სტამბოლის "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლა და შეხვედრა 18 ქულის სხვაობით - 60:78 დათმო.

ფაცაცია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 09:24 წუთში კი მან 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ლევანმა თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

"ფენერბაჰჩეს" განაცხადში არ ყოფილა ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანი, საუკეთესო კი ამერიკელი ენდრიუ გუდელოკი გახდა, რომელმაც 24 წუთში 23 ქულა ჩააგდო.

ფაცაციას გუნდს
თითო მოგება-წაგება აქვს, შემდეგ მატჩს კი 16 იანვარს, ესპანეთში, თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩასთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული