"მილუოკიში" ზაზა ფაჩულიას კონკურენტი მარიხუანის მოხმარებისთვის დასაჯეს

AutoSharing Option
ნბა-ს კლუბ "მილუოკი ბაქსში" ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი და ცენტრის პოზიციაზე კონკურენტი ლარი სანდერსი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რისი მიზეზიც კალათბურთელის მიერ ლიგის ანტინარკოტიკული პროგრამის ხელმეორედ დარღვევაა.

მილუოკელთა ცენტრმა მარიხუანის მოწევისთვის 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია 2014 წლის აპრილში უკვე მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს ჭკუა მაინც ვერ ისწავლა - ახლა ისევ ჩავარდა და ნბა-ს ხელძღვანელობისგან უფრო მკაცრი სასჯელი დაიმსახურა.

ცნობისთვის, სანდერსი, რომელიც სასტარტო ხუთეულში ადგილს სწორედ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანს ეცილებოდა, გასული წლის 23 დეკემბრის შემდეგ მოედანზე ტრავმის გამო არ გასულა, ახლა კი კიდევ ათ
შეხვედრას გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში სანდერსმა "ბაქსის" შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებელი კი თამაშში 7,3 ქულა, 6,1 ჩაჭრა და 0,9 პასია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული