ვინ იქნებიან ისინი? - ამ შეკითხვაზე მხოლოდ სანახევრო პასუხის გაცემა შეგვიძლია: "ბ" ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა "რუსთავმა", რომელმაც საწყის ორ ტურში "ოლიმპი" და "სოხუმი" დაამარცხა. შესაბამისად, ამ ორმა გუნდმა თავისი მატჩი მოუგო "ქუთაისს" და მესამე ტურში ერთმანეთთან მოუწევთ საქმის გარკვევა.
"რუსთავის" "ქუთაისთან" წაგების შემთხვევაში, "ოლიმპს" ან "სოხუმს" ქვემოქართლელებთან ქულებით გათანაბრების შანსი ექნებათ, მაგრამ უშუალო დუელის წაგების გამო "რუსთავს" პირველ ადგილში ვერ შეეცილებიან.
A ჯგუფი
25 იანვარი, თბილისი
შსს აკადემია-მგზავრები 74:51
21:9, 16:15, 18:15, 19:12
შსს აკადემია: ბერიშვილი (14ქ, 5მ, 3ჩ), მეტრეველი (8ქ, 10მ, 3პ), როგავა (10ქ), ჩიკვილაძე (10ქ), ცინცაძე (8ქ, 8პ), ლოლიშვილი (5ქ, 3პ), შარაბიძე (8ქ, 5მ), წივწივაძე (2ქ, 3პ), ლომოური (5ქ), ბიბილური (4ქ, 5მ).
მგზავრები-არმია: გულისაბედაშვილი (2ქ), ს. ლეჟავა (6ქ), ჩაჩიბაია (6ქ), მაისურაძე (6ქ, 7მ), ბოქოლიშვილი (8ქ, 3პ), ბაბუნაშვილი (1ქ), შიოლაშვილი, ზაქრაძე (4ქ), ათანელიშვილი (10ქ, 9მ), ჯინჭარაძე (5ქ), იოსელიანი (3ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე
"ბათუმთან" მძიმედ ჩატარებული მატჩის შემდეგ "შსს აკადემიამ" "მგზავრები-არმიასთან" ძალების მობილიზება თავიდანვე შეძლო და საწყისი 10 წუთის შემდეგ 21:9-ით დაწინაურდა. კოტე ტუღუშის შეგირდებმა პერიმეტრიდან ამჯერადაც კარგად სტყორცნეს და სამქულიანებით 27 ქულა მოაგროვეს. "მგზავრებმა" კი პერიმეტრიდან სროლებით ქულაც ვერ მიიღეს. სწორედ ეს კომპონენტი აღმოჩნდა გადამწყვეტი მატჩში, რომელიც 23-ქულიანი სხვაობით დასრულდა.
25 იანვარი, თბილისი
ბათუმი-დინამო 88:83
13:13, 22:27, 26:21, 27:22
ბათუმი: იანგი (29ქ, 6მ, 5პ), რამიშვილი (12ქ), მიქელაძე (8ქ, 6პ), ელიაშვილი, ლ. რევაზაშვილი, თენიეშვილი (10ქ, 7მ, 5პ), კელოგი (12ქ, 8მ), ფელჩერი (17ქ, 13მ, 3დ).
დინამო: ბ. ლეჟავა (18ქ, 5მ), ვახანია (13ქ, 5მ, 4პ), ლონდარიძე (22ქ, 5მ), დიდია (6ქ, 5პ, 7მ), მათიაშვილი (13ქ, 11მ, 2დ), ორმოცაძე (3ქ, 7მ), ღუდუშაური (2ქ), კოღუაშვილი (6ქ, 5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი
ბათუმელებმა მემორიალის საწყის ტურშიც გამოიჩინეს დიდი ბრძოლისუნარიანობა და მეორე ტურშიც. ორივე შემთხვევაში ბოლო წამებზე, ფაქტობრივად, წაგებული მატჩის შემობრუნება სცადეს. "შსს აკადემიასთან" არ გამოუვიდათ, გუშინ "დინამოსთან" გამოუვიდათ.
ზღვისპირელები ბოლო წუთებზე 72:78-ს აგებდნენ, როცა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და 81:78 დაწინაურდნენ. დარჩენილ სამ წუთში ნერვების ჭიდილი გაჩაღდა, რომელშიც "ბათუმმა" იმარჯვა. გადამწყვეტი სირენამდე 41 წამით ადრე ბათუმელი ჯეიმს კელოგის მიერ ჩაგდებული სამქულიანი აღმოჩნდა - 86:83.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისელები გამოცდილი გამთამაშებლის, ლაშა გამყრელიძის გარეშე ასპარეზობდნენ. მას ზურგი აწუხებს და მოედანზე გასვლა ვერ შეძლო.
როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ფინალში გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს.
ა გუნდი თ მ წ ქ
1. შსს 2 2 0 4
2. ბათუმი 2 1 1 3
3. დინამო 2 1 1 3
4. მგზავრები 2 0 2 2
"ბ" ჯგუფი
25 იანვარი, თბილისი
ოლიმპი-რუსთავი 68:70
21:24, 19:12, 16:19, 12:15
ოლიმპი: გუგეშაშვილი (1ქ), კვანტალიანი (4ქ), ლობჟანიძე (7ქ, 3პ), კოკა ტომარაძე (2ქ, 6მ), ბაქრაძე (2ქ, 5მ), კახა ტომარაძე (7ქ), გოგოძე (14ქ, 5მ, 3ჩ), მაჩალაძე (2ქ), დუიკოვიჩი (19ქ, 11მ, 4პ, 2დ), ცირეკიძე (10ქ, 6მ).
რუსთავი: ჰამსი (16ქ, 13მ), ცეკვავა (13ქ, 3ჩ), ოგლესბი (8ქ, 3პ), აბაიშვილი (11ქ, 5მ), ჩაჩანიძე, ყველაშვილი (1ქ, 5მ), ჭოჭუა (8ქ, 5მ, 3პ), ხმელიძე, ტუჯანი (1ქ), დვალიშვილი (12ქ, 9მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.
სუპერლიგის გათამაშებაში "რუსთავს" ორადორი წაგება აქვს. ერთ-ერთი - "ოლიმპთან", რომელსაც სულ 2 გამარჯვება უწერია. ასე რომ, "ოლიმპი" "რუსთავისთვის" უხერხული მეტოქეა, მით უმეტეს, რომ ქორქია-საკანდელიძის მემორიალს მომზადებული შეხვდა და პირველ ტურში "ქუთაისსაც" აჯობა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე 53 წამით ადრე ქუთაისიდან "ოლიმპში" გადასულმა გიორგი ცირეკიძემ სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა - 68:68. დარჩენილ დროში მხოლოდ ორი ქულა ჩავარდა - რუსთაველმა მიხეილ ჭოჭუამ ორი საჯარიმო გამოიყენა და ქვემოქართლელებს 79:68 გაამარჯვებინა.
25 იანვარი, თბილისი
ქუთაისი-სოხუმი 83:91 დ.დ.
19:21, 14:16, 25:12, 19:28, 6:14
ქუთაისი: ფაშაევი (18ქ), გრძელიძე (2ქ), ქადარია (10ქ, 11მ), კვიმსაძე (14ქ, 7პ), დ. ბარბაქაძე (16ქ, 6მ), ლომინაშვილი (3ქ), გ. ბარბაქაძე (10ქ, 6მ), ბულიავა (2ქ), ნდოიე (2ქ), ბოისა (6ქ).
სოხუმი: გილმორი (4ქ, 4პ), ჩლაიძე (24ქ, 3პ), კვეტენაძე, დ. დვალიშვილი (3ქ), ბააკაშვილი (10ქ, 4პ), გ. რევაზაშვილი, ჯგერენაია (20ქ, 16მ), ფერიაშვილი, დეკანოიძე, ბალა (12ქ, 9მ, 3პ, 3ჩ), ბექაური (18ქ, 12მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.
მემორიალზე ორ დღეში ორი ოვერტაიმი ვიხილეთ. ამჯერად "სოხუმისა" და "ქუთაისის" დაპირისპირებაში გამოვლინდა გამარჯვებული დამატებით დროში. პირველ ტურში "რუსთავთან" წაგების შემდეგ სოხუმელები "ქუთაისთან" თითქოს აუტსაიდერები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენეს 2013-14 წლების სეზონი, როცა არაერთ ლიდერს გაუმწარეს ცხოვრება.
მატჩის დასრულებას 35 წამი უკლდა, როცა ქუთაისელმა ბუბა კვიმსაძემ ორქულიანით თანაგუნდელებს სამქულიანი ფორა დაუბევა. ეს გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო, თუმცა 10 წამში გიორგი ჯგერენაიამ სამქულიანით უპასუხა, ტაბლოზე ოთხი შვიდიანი ააციმციმა (77:77) და შეხვედრა ოვერტაიმში გაგრძელდა.
დამატებით დროშიც თანაბარი ორთაბრძოლა გაჩაღდა. მის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "სოხუმი" მხოლოდ ქულით იგებდა, როცა პელე ბელას პასით მატჩის ბომბარდირმა (24 ქულა) ირაკლი ჩლაიძემ სამქულიანი ჩააგდო - 84:80. ამის შემდეგ თამაშიდან ბურთი არ ჩავარდნილა და გამარჯვება "სოხუმს" დარჩა, რომლის შემადგენლობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა ახალწვეულმა პელე ბელამ. მან 12 ქულას 9 მოხსნა მიამატა. გიორგი ჯგერენაიამ კი ორმაგი დუბლი მიითვალა - 20 ქულა, 16 მოხსნა.
ა გუნდი თ მ წ ქ
1. რუსთავი 2 2 0 4
2. ოლიმპი 2 1 1 3
3. სოხუმი 2 1 1 3
4. ქუთაისი 2 0 2 2
27 იანვარი
11:00 სოხუმი-ოლიმპი
13:00 მგზავრები-ბათუმი
15:00 ქუთაისი-რუსთავი
17:00 დინამო-შსს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"