მოგებაში საკუთარი, არცთუ მოკრძალებული წვლილი ქართველმა ფორვარდმა შეიტანა, რომელსაც ბევრი ქულა არ ჩაუგდია, თუმცა სხვა სტატისტიკური მონაცემები მოაგროვა და ვიტორიელებს დიდი დახმარება გაუწია.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე გატარებულ 19:52 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. თორნიკემ 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
გამაერთიანებელი მაჩვენებლით, საუკეთესო ამერიკელი მაიკ
2 მოგებითა და 3 მარცხით შენგელიას გუნდი ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდთან" მე-5-მე-6 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს "ლაბორალი" 6 თებერვალს, სტამბოლში, "ფენერბაჰჩესთან" გამართავს.
წყარო: gbf.ge