დუდა სანაძის 11 ქულა და გამარჯვება "სან ფრანცისკოსთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის წარმატებული მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში.

ქართველმა უკანახაზელმა 21 წუთში 11 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს "ვესთ ქოუსთის" კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი "სან ფრანცისკო" ანგარიშით 77:69 დაამარცხებინა.

დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და 21 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთაგან სანაძეზე შედეგიანები ჯონი დი (20 ქულა) და ვასა პუსიკა (16 ქულა) იყვნენ.

"ტორეროსმა" 5 მოგება და 6 მარცხი
მოაგროვა და "ვესთ ქოუსთის" დივიზიონში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. 5 თებერვალს დუდას კლუბი "ლოიოლ მერიმენტ ლაიონს" დაუპირისპირდება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული