მანუჩარ მარკოიშვილი ცსკა-ს სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის არცთუ ურიგო თამაში და სეზონის პირველი საევროლიგო მარცხი.

მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგაში პირველი წაგება განიცადა. არმიელებმა მეორე ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩი პირეოსში, "ოლიმპიაკოსთან" გამართეს და 76:84 წააგეს.

მარკოიშვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ სასტარტო ხუთეულში კვლავ გამოჩნდა და საკმაოდ ნაყოფიერადაც გაისარჯა. 24:42 წუთში მან 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მანუჩარმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

მანუჩარის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 13-ს უწია და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ სერბ მილოშ
ტეოდოსიჩს (20 ქულა) და ფრანგ ნანდო დე კოლოს (13 ქულა) ჩამორჩა.

"ოლიმპიაკოსის" ლიდერმა ვასილის სპანულისმა 19 ქულა და 5 პასი მიითვალა, 10-ქულიან ზღვარს კი მეტ ლოესკიმ (13), ოტელო ჰანტერმა (12) და გეორგიოს პრინტეზისმაც (10) უწიეს.

F ჯგუფში ცსკა-ს და "ოლიმპიაკოსს" 5 მოგება და თითო მარცხი მოუგროვდათ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

6 თებერვალს ამავე ჯგუფში თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩა" სტამბულის "ფენერბაჰჩეს" ესტუმრება, ხოლო ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდი" მალაგაში "უნიკახას" შეხვდება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული