კანტუელებმა "დოლომატის" უმასპინძლეს, 110:84 გაანადგურეს და ამაში თავისი, არცთუ მოკრძალებული წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.
მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ "დოლომატი" კანტუელთა უშუალო კონკურენტია და ამ გამარჯვებით შერმადინის გუნდმა "დოლომატის" გადაასწრო.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
შერმადინმა მოედანზე 17 წუთი დაჰყო და 12 ქულა, 1 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 5-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ანუ 100%-იანი სიზუსტით ესროლა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3
კანტუელებმა 9-9 მოგება-წაგება მოაგროვეს და სერია "ა"-ში მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს. 15 თებერვალს შერმადინის გუნდი გასვლით მატჩს "ბოლონიაში" გამართავს.
წყარო: gbf.ge