თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
"ლაბორალ კუჩას" ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ "გრან კანარიასთან" ესპანეთის პრიმერადივიზიონში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 28 წუთი დაჰყო, რომლის განმავლობაში 25 ქულა ჩააგდო (11-დან 9 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო), რასაც 7 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიამატა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული