შერმადინისა და სანიკიძის გუნდები ერთმანეთს ევროთასის მერვედფინალში შეხვდებიან

AutoSharing Option
11 თებერვალს ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და 16 მერვედფინალისტი გამოვლინდა.

მათ შორის ორი "ქართული" გუნდია - "კანტუ" და "უნიკსი". პლეი ოფის საწყის ეტაპზე ერთმანეთს პირისპირ სწორედ ეს კლუბები შეხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ქართულ დუელს ევროსარბიელზე: სანიკიძე VS შერმადინი.

11 თებერვალს იტალიურმა "კანტუმ", რომელშიც შერმადინი გამოდის, ბერძნული პაოკ-ი 78:70 დაამარცხა. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისთვის კანტუელებს ოთხი ქულის სხვაობით მოგებაც ჰყოფნიდათ. გიორგი შერმადინმა 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ვიქტორ სანიკიძის "უნიკსმა" კი
ბოლო ტურში ჩეხურ "ნიმბურკს" სტუმრად 84:79 სძლია. ვიქტორს მხრის ტრავმის გამო არ უთამაშია. წინასწარი ინფორმაციით, იგი 3 მარტამდე მოედანს დაუბრუნდება. სწორედ ამ დღესაა "კანტუ"-"უნიკსის" პირველი მერვედფინალური დაპირისპირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული