"სან დიეგოს" ქართველმა ლეგიონერმა გმირობის ტოლფასი საქმე გააკეთა

AutoSharing Option
დუდა სანაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. "სან დიეგოს" ქართველმა ლეგიონერმა გმირობის ტოლფასი საქმე გააკეთა.

ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ მატჩში "პასიფიკის" წინააღმდეგ სანაძემ საწყის 8 წუთში 10 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც წარბი გაუსკდა და მეორე ტაიმში მოედანზე დაბრუნებულმა საკუთარ მონაგარს კიდევ 10 ქულა შემტა.

სანაძემ "პასიფიკთან" მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. სათამაშო ეპიზოდში, ორთაბრძოლისას, ქართველ ლეგიონერს წარბი გაუსკდა და მოედნიდან გავიდა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ დროსა და შესვენებისას ექიმებმა დუდას წარბი გაუკერეს და ქართველი უკანახაზელი მოედანს მეორე ტაიმში, 7 ნაკერით დაუბრუნდა. წარბგაკერილმა
სანაძემ 11 წუთი ითამაშა, საკუთარი მონაგარი 20 ქულამდე გაზარდა, სანდიეგოელებს გამარჯვება გაუნაღდა და მოედნიდან გავიდა.

"სან დიეგომ" შეხვედრა 68:48 მოიგო, ხოლო სანაძე, რომელმაც 19 წუთში 20 ქულა ჩააგდო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად დუდამ 1 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა. 27 წუთში 21 ქულა დააგროვა ჯონი დიმ. სხვა ვერც ერთი სანდიეგოელი 10-ქულინ ზღვარს ვერ ასცდა.

7 მოგებითა და 7 მარცხით "სან დიეგო" "ვესთ ქოუსტის" 10-გუნდიან კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩი სანდიეგოელებს ისევ შინ, "სენტ მერისთან", 14 თებერვალს ელით.

Sportall.Ge

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგრი მოთამაშეა პირველ ხუთეულში უნდა მოხვდე დუდა დრაფტზე.
სსე
12:31 15-02-2015
0
მამამისს არ ეწყინოს, მაგრამ დუდას თამაში გიას თამაშზე მეტად მომწონს. ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს და რაც მთავარია ჩვენს ნაკრებს ძალიან გამოადგება. წარმატებებს გისურვებ!!!
სტუმარი
09:48 16-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული