სანაძის დრამა: 38 წუთი, 12 ქულა და 2 ოვერტაიმში წაგებული მატჩი

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგო" დაძაბულ, 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში დამარცხდა. კალიფორნიულმა გუნდმა შინაურ "ჯენი გრეიგ პავილიონში" "სენტ მერი" მიიღო და 50-წუთიან დაპირისპირებაში ანგარიშით 62:69 დამარცხდა.

ძირითადი 40 წუთის შემდეგ ფრე - 56:56 დაფიქსირდა, დამატებითი 5-წუთეულიც ფრედ - 2:2 დასრულდა. მეორე ოვერტაიმში კი სტუმრებმა იძალეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

სანაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 38 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. დუდას ანგარიშზე, 12 ქულასთან ერთად, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1
დაფარება დაგროვდა.

სანდიეგოელთაგან ბომბარდირი ჯონი დი გახდა 21 ქულით, ხოლო საუკეთესოდ კრისტოფერ ანდერსონი დასახელდა, რომელმაც 9 ქულა, 11 პასი, 5 ჩაჭრა და 4 მოხსნა მიითვალა.

7 მოგებითა და 8 მარცხით 10-გუნდიან "ვესტ ქოუსტის" დივიზიონში "სან დიეგო" მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 19 თებერვალს, სტუმრად, BYU-სთან ელის.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული