თორნიკე შენგელია: გადაწყვეტილებას თავიდან რომ ვიღებდე, იმავეს გავაკეთებდი

AutoSharing Option
zonadostres.com-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში "ბასკონიას" ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ აღნიშნა, რომ NBA-ში გადასვლას ადრეულ ასაკში არ ნანობს:

- ბელგიის შემდეგ თქვენ ამერიკაში წახვედით, სადაც სათამაშოდ ცოტა დრო გქონდათ. ხომ არ ნანობთ, რომ ასე ადრე გადახვედით NBA-ში სათამაშოდ?
- არა. ისევ იმავეს გავიმეორებდი. არ ვფიქრობ, რომ სხვა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, სწორად მოვიქეცი.

ვფიქრობ, ამერიკაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, მწვრთნელებთან, მოთამაშეებთან, პარკეტზე და მის გარეთ.

რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ბევრს ვერ ვთამაშობდი, მაგრამ ორი სეზონის გასვლის მერე მხოლოდ ვარჯიში ჩემი ასაკის კალათბურთელისთვის
საკმარისი აღარ არის. ამიტომაც ევროპაში დაბრუნებაც სწორი გადაწყვეტილება იყო.

"ბასკონიაში" ბედნიერი ვარ. კიდევ ორი სეზონი აქ ვიქნები. ევროლიგაზე ვთამაშობ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული