შენგელია დიდ ბასკურ ჩხუბში - თორნიკემ ორი მეტოქე გალახა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ მარტს ესპანეთის ჩემპიონატში ბასკურ დერბის "ბილბაომ" უმასპინძლა, რომელმაც თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა - 93:75.

მატჩის დასრულებამდე 7.2 წამით ადრე მოედანზე დიდი აურზაური მოხდა, რომელიც შენგელიასა და სერბი დეიან ტოდოროვიჩის დაპირისპირებამ გამოიწვია.

ყველაფერი "ბილბაოს" შეტევას მოჰყვა, რომელიც ტოდოროვიჩმა ჩატენვით ვერ დააგვირგვინა - შენგელიამ იგი წესის დარღვევით შეაჩერა. პირით ხაზთან მდგომ თოკოს ტოდოროვიჩი აგრესიულად მივარდა და მკერდით დაეჯახა. ქართველი შებრუნდა და მეტოქეს გვარიანად უთავაზა.

სერბს მისი ლატვიელი თანაგუნდელი დაირის ბერტანსი გამოესარჩლა, თორნიკეს მიეჭრა, თუმცა უმალ იატაკზე აღმოჩნდა. ამასობაში
მოედნის კიდესთან ორივე გუნდის კალათბურთელებმა მიირბინეს. ჩხუბის მეორე ფაზაში ვეღარ აჩერებდნენ თორნიკეს თანაგუნდელ დიოპს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საქმეში მოედნის დაცვის სამსახურიც ჩაერთო და, ბოლოს და ბოლოს, სიტუაცია განიმუხტა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ თორნიკე შენგელია მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

აქ მტყუან-მართალის გამორკვევას არ შევუდგებით, უბრალოდ, გირჩევთ, ეს ეპიზოდი ვიდეოში განმეორებით ნახოთ და დასკვნები თავად გამოიტანოთ.

რაც შეეხება სტატისტიკას, გამარჯვებულთაგან 12-14 ქულას შორის "იტრიალა" ხუთმა კალათბურთელმა, ხოლო "ბასკონიაში" მხოლოდ ერთმა მოთამაშემ გადალახა ათქულიანი ზღვარი: დავის ბერტანსმა 12 ქულა ჩააგდო. შენგელია ორმაგ დუბლს მიუახლოვდა: 21 წუთი, 8 ქულა, 7 მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
თორნიკე ღირსეული კაცია. და ამ ღირსებას დაიცავს მოედანზეც და მის გარეთაც.
tomas
03 მარტი 2015 10:07
0
აბა რა ექნა ის რო მიახტა, გასახდელებში უნდა გაქცეულიყო? არაპროფესიონალიზმი კი არის მარა ის სერბი მეტის ღირსიც იყო. შენ რო მოგხტომოდა რა იზავდი, ბოდიშს მოუხდიდი თუ გაიქცეოდი? ნამდვილი კაცი არ მოითმენდა მაგ სერბის საქციელს.
odala-s
03 მარტი 2015 05:13
0
ჯერ ერთი მანდ ჯარიმა არ არის, და გარბენია ჩერნოგორიელის, (დააკვირდიტ მსაჯს) მეორეც თამაში ფაქტიურად დამთავრებული იყო და რატომ უნდა მოეთმინა ტოკოს ვიგაც ლაწირაკის ბლატაობა ვერ ვხვდები.
realisti
02 მარტი 2015 23:15
0
ტოკო კაი კაცი ხარ არაფერი დააყენოს ღირსებას წინ არავინ დაგჩაქროს ლომო
tokos
03 მარტი 2015 06:32
0
ჩერნოგორიელი კაი ხანს, აღარავის გაეჭიმება, მით უმეტეს ქართველს.
"კაკ პაზ" ის მიართვა, რასაც იმსახურებდა!
02 მარტი 2015 11:57
0
ჩვენთან უფრო "მაგარი მთებია", ვიდრე "შავგორებში"(ჩერნოგორიაში)! :))) რა სწრაფად, "დაატორმუზა"...
გაიხარე, თოკო!
02 მარტი 2015 12:09
0
რა დაუპადერჟკეეს!
საღოლ შავებიი..)
02 მარტი 2015 10:38
0
მეორე კლასელივით რომ გაეჭიმა აბა რა ეგონა, გენაცვალე თორნიკე მარჯვენში. თანაგუნდელებიც რა ჯიგრები ჰყოლია.
geronti
02 მარტი 2015 12:23
0
ჩვეულრბრივი ჯარიმა იყო არაფერი ისეთი ამიტომ კიდევ უფრო მაგრა რო მიეძუყნა ეგ ტოდოროვიჩი მოუხდებოდა
Dinamo
02 მარტი 2015 11:37
0
მშვენივრად მოიქცა. ჯიგარი კაცია. (კ) ოდალას კი ვურჩევ აზრზე მოვიდეს. ამართლებს სახელს
ნიკა
19 ოქტომბერი 2017 14:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული