ნიკოლოზ ცქიტიშვილის ორმაგმა დუბლმა "ჩამპვილს" ვერ უშველა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემპიონატში კიდევ ერთი ორმაგი დუბლი მიითვალა, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა. "ჩამპვილი" "მუტაჰედს" ესტუმრა და 69:92 წააგო.

თანაგუნდელთა შორის ყველაზე სასარგებლო გამოცდილი ცქიტიშვილი იყო, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა. მის გასწვრივ ოქმში უამრავი 2-იანის ამოკითხვა შეიძლებოდა: 22-ე ნომერი, 32 წუთი, 4-დან 2 ორქულიანი, 12 ქულა, 12 მოხსნა, 2 ფოლი მეტოქეებს...

"ჩამპვილს" ლიბანის ჩემპიონატში 7-7 მოგება-წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული