როგორ დასჯიან თორნიკე შენგელიას - დისკვალიფიკაცია + ფულადი ჯარიმა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში მომხდარი ინციდენტისთვის თორნიკე შენგელიას დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ელის.

შეგახსენებთ, რომ ბასკურ დერბიში "ბასკონიასა" და "ბილბაოს" შორის თორნიკე შენგელია სერბი დეიან ტოდოროვიჩის პროვოკაციაზე წამოეგო და გუნდი-გუნდზე ჩხუბი ატყდა.

noticiasdealava.com-ის ცნობით, თორნიკე შენგელიას, სავარაუდოდ, 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ და 600-დან 3 ათას ევრომდე დააჯარიმებენ.

El Larguero ჩვენთვის საინტერესო კომენტარს ავრცელებს. ეს არის ერთ-ერთი მოხუცის კომენტარი, რომელიც ზუსტად იქ იჯდა, სადაც ატყდა ჩხუბი კალათბურთელებს შორის.

შეგახსენებთ, რომ როცა ემოციები ჩაცხრა, თორნიკე იქ მჯდომ ბავშვთან მივიდა, მოეფერა და მოუბოდიშა.

ეს მოხუცია სახელად
მანოლი, ვისაც "ბილბაო ბასკეტის ბებოს" ეძახიან. ის სტაჟიანი გულშემატკივარია და გუნდს ყველგან დაჰყვება.

"შენგელია მთელი სულითა და გულით უბოდიშებდა პატარას. მე მას ყველაფერი ვაპატიე. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი. ეს სპორტია და ყველაფერი ხდება".

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელია: ძალიან ცუდი რამ მოხდა...
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძაანაც კარგად მოიქცა, აბა ჩმორივით კუდამოძუებული ხომ არ გამოიქცეოდა. იმ ვირიშვილის ბრალია ყველაფერი და ყველაზე მკაცრადაც ეგ სერბი უნდა დაისაჯოს
grisha
16:38 03-03-2015
0
ისე თოკეს ბრალი ნაკლებია ამ ინციდენტში, ის არაკაცი გაეჭიმა პირველად და თოკესაც მეტი რა უნდა ექნა?
fanat
17:43 03-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული