დუდა სანაძის "სან დიეგომ" დასანანი მარცხი იწვნია

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგომ" დასანანი მარცხი იწვნია. ამერიკის სტუდენტური ლიგის "ვესტ ქოუსტის" კონფერენციაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და მე-5 ადგილზე გასული "სან დიეგო" მე-4-ზე გასულ "პეპერდაინს" მეოთხედფინალში შეხვდა.

პლეი ოფის თამაშები ტრადიციულად ლას ვეგასში იმართება. "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი ნევადას შტატში შეიკრიბა და ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლა გააჩაღა.

სამწუხაროდ, სანაძის გუნდმა მეოთხედფინალური რაუნდი წააგო, არადა, პირველი ტაიმის შემდეგ "პეპერდაინს" დამაჯერებლად - 24:18 უგებდა.

მეორე ნახევარში მეტოქემ თამაში გამოასწორა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით - 50:47 იმარჯვა. სანაძემ სასტარტო
ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 17 წუთი დაჰყო. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო და მოპოვებულ 5 ქულას 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა.

სანდიეგოელთაგან საუკეთესო შედეგი 11-11 ქულით ჯონი დიმ და ვასა პუსიკამ დააფიქსირეს.

"პეპერდაინი" ნახევარფინალში სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "გონზაგას" შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში "სან ფრანცისკოს" 81:72 მოუგო.

წყარო: gbf.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული