"ლაბორალ კუჩამ" თორნიკე შენგელიას გარეშე პირველი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" მორიგი მატჩი გამართა.

ვიტორიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ანდორას" უმასპინძლეს და იოლად - 89:74 დაამარცხეს.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფორვარდს, რომელმაც წინა ტურში ბილბაოელ დეიან ტოდოროვიჩთან იჩხუბა და დისკვალიფიცირებულია.

შენგელიასთვის სანქცია ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა ინციდენტის შემდეგ ჩემპიონატის პირველივე მატჩი გამოტოვა. სავარაუდოდ, ლიგის დისციპლინარები შენგელიას ამ კვირაში გამოუტანენ სასჯელს.

"ანდორასთან" წარმატებული მატჩის შემდეგ ვიტორიულ გუნდს 12 მოგება და 11 მარცხი აქვს, ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 15 მარტს, შინ, "ხუვენტუდთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული