თორნიკე შენგელიას 11-მა ქულამ "ბასკონია" მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
ევროსარბიელზე მოასპარეზე ქართველებმა ამ კვირაში 11-11 ქულა მიითვალეს, თუმცა რუსული ბარიერი ვერც ერთმა დაძლია: ოთხშაბათს გიორგი შერმადინის "კანტუმ" დათმო სტუმრად "უნიკსთან" (ევროთასზე), გუშინ კი თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" - "ნიჟნი ნოვგოროდთან" (ევროლიგაზე). ბასკები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ საბოლოოდ 85:89 დათმეს.

თოკომ 32 წუთი ითამაშა, 11 ქულა, 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. 21 ქულა მიითვალა მისმა თანაგუნდელმა დავის ბერტანსმა, ხოლო ლევან ფაცაციას ყოფილი გუნდიდან 22 ქულით ტრეი ტომპკინსი გამოირჩა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული