თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაზე "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპიდან პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლი ესპანური გუნდი ცხრილში მე-5 ადგილზე იყო, მიზნის მისაღწევად კი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა მართებს.

შენგელიას გუნდმა ჯგუფის ლიდერ "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლა და დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით - 74:73 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 21:56 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. თოკომ 6-დან 1 ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

"ლაბორა კუჩას" რიგებში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო 17 ქულით, 6 მოხსნით და 5 ჩაჭრით, "ოლიმპიაკოსს" კი, რომელსაც ლიდერი ვასილის სპანულისი აკლდა, პრინტეზისმა (15) და ჰანტერმა (14) ულიდერეს.

შენგელიას გუნდმა 5 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და თურქული "ანადოლუ ეფესის" დევნას განაგრძობს. "ლაბორალ კუჩა" სტამბოლელებთან ერთად F ჯგუფში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, პლეი-ოფში კი საუკეთესო ოთხეული გავა.

შენგელიას გუნდის შემდეგი მეტოქე ჯგუფის აუტსაიდერი "ემპორიო არმანია". ვიტორიელები ამ გუნდს მილანში, 26 მარტს შეხვდებიან.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული