ბოსტონში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბოლო ნაწილში მილუოკელებმა იმარჯვეს - 110:101.
ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 11 ულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 10-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
"მილუოკიში" საუკეთესო შედეგი ტრავმისგან გამოჯანმრთელებულმა ოჯეი მაიომ აჩვენა, რომელმაც თავი
38 მოგება და ამდენივე წაგება "მილუოკისთვის" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე ყოფნის მყარი გარანტიაა. დარჩენილ 6 მატჩში ვითარება დიდი ალბათობით აღარ შეიცვლება და ფაჩულიას გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს მე-6 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფის პირველ წრეში აღმოსავლეთის მე-3 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, რომელიც სავარაუდოდ "ჩიკაგო ბულსი", ან "ტორონტო რეპტორსი" იქნება.
მორიგი მატჩი მილუოკელებს 4 აპრილს, შინ "ორლანდოსთან" ელით.
წყარო: www.gbf.ge