გიორგი შერმადინის 10 ქულა და 7 მოხსნა "D ორლანდოსთან" მატჩში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა იტალიის უმაღლეს დივიზიონში წარმატებული მატჩი ჩაატარა.

ქართველი ცენტრი თავის გუნდ "კანტუს" "D ორლანდოს" დამარცხებაში დაეხმარა. კანტუელებმა მეტოქე ზედმეტი გართულების გარეშე, ანგარიშით 93:67 გაანადგურეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარს 6-ჯერ შეუტია, საიდანაც 5 სროლა ჩააგდო.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო მეტა უორლდ ფისი გახლდათ, რომელმაც 18 წუთში 19 ქულა ჩააგდო.

11 მოგებითა და 13 მარცხით შერმადინის გუნდი ცხრილი მე-11 ადგილზეა, მიზნად კი საპლეიოფო ზონაში შესვლა აქვს
დასახული, სადაც 8 საუკეთესო გუნდი გადის. მომდევნო მატჩს "კანტუ" 12 აპრილს, სტუმრად ვენეციაში ჩაატარებს.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული