მასპინძელმა მილუოკელებმა ლებრონ ჯეიმსის გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში - 99:104 წააგეს.
ზაზა ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი დაჰყო. რომ არა მაიკლ კარტერ-უილიამსის შესანიშნავი თამაში, ქართველი ცენტრი მილუოკელთაგან საუკეთესო გახდებოდა. ზაზამ 13-დან 8 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად, ფაჩულიამ 10 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა,
კარტერ-უილიამსმა პირად ანგარიშზე 30 ქულა და 8 პასი ჩაიწერა.
"კლივლენდში" ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა ტიმოფეი მოზგოვმა 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, კევინ ლავმა თავი 16 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა, საუკეთესო კი კაირ ირვინი გახდა 27 ქულა-9 პასით.
ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 21 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით დაასრულა.
38 მოგებითა და 40 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან. 10 აპრილს ფაჩულიას გუნდი მედისონ სკვერ გარდენში "ნიუ იორკს" შეხვდება.
წყარო: www.gbf.ge