მარკოიშვილი ევროლიგის მეოთხედფინალშია, შენგელიას ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
9 არილს ქართველთა გუნდებმა ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი დაასრულეს.

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ იტალიაში "მილანი" 88:79 დაამარცხა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.

მანუმ 14 წუთი ითამაშა, 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა მოაგროვა.

მეოთხედფინალში ცსკა-ს ბერძნული "პანათინაიკოსი" შეხვდება.

* * *
თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" კი 9 აპრილს დიდი ამბები გადახდა: მისმა უშუალო კონკურენტმა "ეფესმა" თანამემამულე "ფენერბაჰჩესთან" 72:83 დათმო, რამაც ბასკებს მეოთხედფინალის გზა დაანახვა, თუმცა საჭირო იყო აუტსაიდერი "უნიკახას" სტუმრად
დამარცხება.

"ბასკონიამ" ძალიან კი მოინდომა, მაგრამ ლაღად მოთამაშე მალაგელებს ვერაფერი დააკლო: "უნიკახამ" 93:84 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში "ეფესი" გაიყვანა.

თორნიკე შენგელიამ 17 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული