მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ იტალიაში "მილანი" 88:79 დაამარცხა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
მანუმ 14 წუთი ითამაშა, 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა მოაგროვა.
მეოთხედფინალში ცსკა-ს ბერძნული "პანათინაიკოსი" შეხვდება.
* * *
თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" კი 9 აპრილს დიდი ამბები გადახდა: მისმა უშუალო კონკურენტმა "ეფესმა" თანამემამულე "ფენერბაჰჩესთან" 72:83 დათმო, რამაც ბასკებს მეოთხედფინალის გზა დაანახვა, თუმცა საჭირო იყო აუტსაიდერი "უნიკახას" სტუმრად "ბასკონიამ" ძალიან კი მოინდომა, მაგრამ ლაღად მოთამაშე მალაგელებს ვერაფერი დააკლო: "უნიკახამ" 93:84 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში "ეფესი" გაიყვანა.
თორნიკე შენგელიამ 17 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"