"გუნდის შემადგენლობა შემცირდა. პირველ რიგში, ლეგიონერებს ვგულისხმობ. წავიდა ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე, მან კიდევ ოთხი თვე უნდა იმკურნალოს", - განაცხადა ევგენი ბოგაჩევმა.
ამ სეზონში სანიკიძემ ვითიბი ლიგის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 4,5 ქულას და 4,0 მოხსნას აგროვებდა.
იანვრის ბოლოს ქართველმა მხარი დაიზიანა და ახლაც მკურნალობს. მისი თამაში ევროპის ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშაა.