თორნიკე შენგელიამ "სარაგოსას" 10 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
"ბასკონიამ", რომელშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია თამაშობს, ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-17 მატჩი მოიგო. ბასკებმა არაგონელებს უმასპინძლეს და "სარაგოსა" 73:45 დაამარცხეს.

თოკო სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში 10-ქულიანი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაფიქსირდა (24 წუთში). 22 ქულით "ბასკონიას" დარიუს ადამსი გაუძღვა.

შენგელიას გუნდი ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული